FC35 35-ე საფეხბურთო სკოლა

slide 3

სრულად
slide 3

35-საფეხბურთო სკოლა ჩემპიონი გახდა

35-ე საფეხბურთო სკოლა ჩემპიონი გახდა 2007 წლიანებმა აფხაზეთის ღია პირველობაზე პირველი ადგილი აიღეს და ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის თასის მფლობელები გახდნენ. (more…)
სრულად
35-საფეხბურთო სკოლა ჩემპიონი გახდა

გავრცელებული მოსაზრებით, Lorem Ipsum შემთხვევითი ტექსტი სულაც არაა

გავრცელებული მოსაზრებით, Lorem Ipsum შემთხვევითი ტექსტი სულაც არაა. მისი ფესვები ჯერკიდევ ჩვ. წ. აღ-მდე 45 წლის დროინდელი კლასიკური ლათინური ლიტერატურიდან მოდის. ვირჯინიის შტატში მდებარე ჰემპდენ-სიდნეის კოლეჯის პროფესორმა რიჩარდ მაკკლინტოკმა აიღო
სრულად
გავრცელებული მოსაზრებით, Lorem Ipsum შემთხვევითი ტექსტი სულაც არაა

ისტორია

ქ. თბილისის ვაჟთა 35-სკოლის მოკლე ისტორია

დაარსების 25 წლისთავთან დაკავშირებით

 

ფეხბურთში ძლიერი გუნდის შექმნის საკითხი მუდამ აწუხებდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებას, იგი სულ მუდამ ხელმძღვანელი ორგანოების ყურადღების ცენტრში იყო

1945 წლამდე ქვეყნის უძლიერესი გუნდი კომპლექტდებოდა თვითნასწავლი ფეხბურთელებით და არ არსებობდა მომავალი სპორტული კადრების აღზრდის სისტემა. შესაბამისად გუნდებს არ ჰქონდათ განვითარების საშუალება. საჭირო იყო ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მუდმივად გაზრდიდა ფეხბურთელებს. ასეთი სისტემის შექმნის ერთადერთ საშუალებას საგანმანათლებლო სკოლა წარმოადგენდა.   1945 წლის 30 ოქტომბერს განათლების მინისტრის ბრძანებით  განათლების ორგანოებს დაევალათ ვაჟთა სკოლებში ჩამოეყალიბებინათ ფეხბურთის გუნდები. შესაბამისად გაჩნდა ახალი ტიპის სკოლა რომელიც წარმოადგენდა უკვე არსებული აღზრდის ორი ფორმის – ზოგადსაგანმანათლებლო და სპორტული სკოლების გაერთიანებას. ასე დაარსდა ვაჟთა 35-ე საშ. სკოლა ფეხბურთის განხრით. აღზრდის ასეთი ახალი ფორმის დანერგვით განათლების სახალხო კომისია ცდილობდა დაემტკიცებინა თუ როგორი ეფექტური იყო ბავშვებისთვის საყვარელი საქმის გამოყენება სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.

სკოლაში  მოსწავლეთა მიღება და საფეხბურთო სასწავლო პროცესში ჩაბმა მე-5 კლასიდან იწყებოდა. დაბალი კლასების მთავარ ამოცანას ფეხბურთის ტექნიკური ილეთების შესწავლა, ფიზიკური მომზადება,  სისწრაფის, მოქნილობისა და გამძლეობის გავითარება წარმოადგენდა.

სკოლის ახალმა ტიპმა სკოლის ხელმძღვანელობის ახალი სტრუქტურა შექმნა: 35-ე სკოლას სათავეში ედგა დირექტორი, რომელიც მუშაობდა სასწავლო ნაწილის გამგის, მენეჯერის, ფეხბურთის მთავარი მწვრთნელისა და სამხედრო-ფიზიკური მომზადების ხელმძღვანელის საშუალებით. განსაკუთრებული როლი სწორედ ამ უკანასკნელს ეკისრებოდა სკოლის პროფილიდან გამომდინარე. მას ევალებოდა ფეხბურთელების ფიზიკური მომზადება.

აქვე უნდა აღინიშნოს ის ადამიანები, რომლებმაც დიდი წვილი შეიტანეს 1945-55 წწ-ში  სკოლის დაარსებასა და განვითარებაში: სკოლის დირექტორი დიმიტრი შენგელაია,  სასწვალო ნაწილის  გამგე – შოთა დავითაია, მენეჯერი – გრიგოლ კალანდაძე, სამხედრო-ფიზკულტურის ხელმძღვანელი – შოთა მერკვილაძე, სკოლის წამყვანი პედაგოგები: ანა სოხაძე, ელენე მაღალაშვილი, თამარა ჩხენკელი, ეკატერინე ხელაშვილი, დარიკო ნინიძე, ეთერი მაზიაშვილი, მიხეილ მესხი, ნიკოლოზ ჩიმაკაძე, ივანე ახალკაცი, ივანე მეტრეველი, ბუდუ მანჯავიძე, თომა ჯახუა, შალვა ნადარეიშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, ექიმი – ირაკლი ტომაშვილი და სხვანი.

სხვადასხვა წლებში სკოლას ხელმძღვანელობდნენ: ანდრო თურქია, ზურაბ მაისურაძე, დავით ყიფიანი, ოთარ შენგელია, როსტომ ალავიძე, არჩილ არველაძე, ნიკუშა ყიფიანი, გოჩა ავსაჯანიშვილი, მიხეილ ჩიკვილაძე.

სკოლის დაარსების დღიდან სხვადასხვა დროს სკოლის მთავარ მწვრთნელებად მუშაობდნენ: ა.ი. გალპერინი, დ.პ. ცომაია, ნ.ჩხარტიშვილი, კ.ჯეჯელავა, ა.კიკნაძე, მ.მინაევი; ამათგან ყველაზე ხანგრძლივად მუშაობდნენ გაიოზ ჯეჯელავა და არჩილ კიკნაძე. მწვრთნელ-მასწავლებლად მუშაობდნენ: ვარლამ შავდია, ოტია ჟორდანია, ალექსანდრე ჯიბლაძე, მიხეილ ბერძენიშვილი, ალექსანდრე გვარჯალაძე, სპარტაკ  ჯეჯელავა, სერგო შუდრა, ვახტანგ რამიშვილი. მძლეოსნობის დარგში სხავდასხვა დროს მუშაობდნენ: ალექსანდრე დარასჩევიჩი, ლევან დათაშვილი, გიორგი ოგანეზოვი და ვლადიმერ სამსონაძე.

1945-1955 წლებში სკოლა, როგორც თბილისის, ისე საქართველოს  მრავალგზის ჩემპიონი გახდა. სკოლა ასევე  მონაწილეობას იღებდა საბჭოთა კავშირის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებში. 1945-55წწ-ში სულ 8 შეჯიბრი ჩატარდა, საიდანაც 7ჯერ 35-ე სკოლამ საპატიო ადგილი დაიკავა, ჩემპიონები გახდნენ 1950, 1951 და 1953 წწ. მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვეს 1947, 1954, 1955, წწ ხოლო 1952 წ. მესამე ადგილზე გავიდა.

სკოლის აღზრდილთა შორის მრავალია სპორტის ოსტატი, რესპუბლიკის და საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდის წევრი. მათ შორის სპორტის დამსახურებული ოსტატები: მიხეილ მესხი, ზაურ კალოევი, შოთა იამანიძე, მურთაზ ხურცილავა და სერგო კოტრიკაძე.  

35-ე სკოლის დამსახურებული სპორტის ოსტატები: ალიოშა კოტრიკაძე, ავთანდილ ჭკუასელი, არჩილ კილაძე, თენგიზ პეტრიაშვილი, გურამ გომელაური, ედუარდ თორაძე, ვასილ ივანოვი, კავრო დოლიძე, თენგიზ ასლამაზოვი, მოსე დავარაშვილი, ტიტე სიქუაშვილი, რობერტ კუდაშვილი, თენგიზ გოჩალეიშვილი, სოსლან ნავროზაშვილი, ლევან ჟორდანია, დოდიკა ხინდაძე, ავთანდილ ხელაძე, ვიტალი გვიმრაძე, გივი ლეჟვა, ლავრენტი ძიძიგური, კახი ასათიანი, მანუჩარ და გოჩა მაჩაიძეები, ვოვა გუცაევი, ილო რუხაძე, ამირან ანდღულაძე, ნუკრი კაკილაშვილი, მერაბ ჟორდანია, ოთარ კორღალიძე, მერაბ რატიანი, გრიგოლ ცაავა, დიმიტრი კუდინოვი, გოჩა ალადაშვილი, შოთა და არჩილ არველაძეები, გოჩა ჯამარაული, ომარ თეთრაძე, მიხეილ ყაველაშვილი, ოთარ ხიზანეიშვილი, დავით სირაძე, მიხეილ ბობოხიძე, ჯაბა თავბერიძე, დავით ოდიკაძე, გიორგი ხიდეშელი, დავით თარგამაძე, ბუბა დაოშვილი, ბექა ტუღუში, საბა ლომია, გიორგი სანაია, ალექსანდრე ბენაშვილი,

საქ. დამსახურებული მწვრთნელები: ავთანდილ ვარდიაშვილი, ალექსანდრე კოტრიკაძე და შალვა კაკაბაძე.

ფეხბურთის მწვრთნელი მასწავლებლები: ზურაბ ბარათაშვილი, ო. ალავიძე, გ. გომელაური, ა. კიკაბიძე, ბ. ტაბიძე, ჯ. ანთაძე, გ. აკობაშვილი, დ. ხუნდაძე, მ. ოსიევი, ს. ადამოვი, უ. შევარდნაძე, აკ. მაისურაძე, ნ. ჩაჩუა, ა. იობაშვილი, ნ. ბახტაძე, შ. კიტია, დ. ჯეჯელავა, გ. პეტრიაშვილი, ოთარაშვილი, ო. ნანავა, გ. ჭელიძე, ა. ჩიჩუა, გ. პატიაშვილი, ქ. გაბაშვილი, გ. მუმლაძე და ე. ოდიკაძე. თ. მელაშვილი, გ. მამალაძე, ო. კინწურაშვილი, ა. ლეჟვა, ჟ. ლეჟვა, თ. კუბლაშვილი, კ. ხურციძე, შ. ბოკუჩავა, კ. დოლიძე, მ. ანთიძე. ა. ილიადი.

საბჭოთა კავშირის დროს მოღვაწე მსაჯი: გ. აკობაშვილი

რესპუბლიკის კატეგორიის მსაჯები: ვარდიაშვილი, რ. გუდაძე, კ. საძაგლიშვილი, ო. ჯებაშვილი, ო. ალავიძე, მ. გვანცელაძე, აკ. გიორგობიანი, კ. აბაზაძე.

ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის თავჯდომარეები: ქ. რუსთავის – ოთარ ჯებაშვილი. ქ. ჭიათურის – ზაალ ბარათაშვილი

სკოლის აღზრდილთაგან ბევრი მონაწილეობდა საქართველოს წამყვან გუნდებში („სპარტაკი“, „დინამო“, „ასკ“ – თბილისი, ქუთაისის „ტორპედო“ თბილისის „ლოკომოტივი“) საბჭოთა კავშირის ნაკრებში, ოლიმპიური ნაკრებში. )

35-ე სკოლის მაგალითი ყველაზე ზუსტად ამტიკცებს იმ გარემოებებს, რომ ჩვენი სკოლა, მიუხედავად იმისა, რომ ის იყო სპეციალური საფეხბურთო სკოლა, ხელს უწყობდა ნიჭიერ ახალგაზრდების აღზრდას. 35-ე სკოლის მოსწავლეებმა წარმატებას მიაღწიეს ისეთ დარგებში, როგორებიც არის:

გეოლოგია-მინერალოგიური მეცნიერების დოქტორი: შოთა ადამია, ვერნი ალფაიძე

ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი: თამაზ ლეჟავა

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერების კანდიდატი: კარლო გორდეზია, გურამ ქევანიშვილი, დიმიტრი გიუნაშვილი, გურამ დათუაშვილი.

ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი: თენგიზ ჭყონია

ეკონომიკურ მეცნიერებათა  კანდიდატი: გია ფირცხალავა.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი: იუზა ვასაძე

ჩვენი სკოლა ასახელა ნიჭიერმა ახალგაზრდამ, საქართველოს დამსახურებულმა მხატვარმა: მერაბ ბერძენიშვილმა.

ძალიან სასიამოვნოა რომ ბევრმა სკოლა-დამთავრებულმა მოიპოვა მთავრობისა და ხელისუფლების დიდი ნდობა. ესენია: კასპის რაიოკომის პირველი მდივანი: ვლადიმერ ოდიშვილი. გემის კაპიტანი ლენინის ორდენოსანი: ალექსანდრე ჯავახიშვილი.

80- 90-იანი წლები საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა ტრაგიკულ დღეებად. 1989 წლის სამოქალაქო ომმა თავისი დაღი დაასვა ქვეყნის განვითავრებას.  დამძიმდა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვითარება საქართველოში.  შესაბამისად ვეღარ ექცეოდა ყურადღება 35-ე საჯარო სკოლას, დღითიდღე ის კიდევ უფრო მძიმე ვითრებაში ვვარდებოდა. აღარ ჰქონდა სახელმწიფოსგან დიდი მხარდაჭერა. მხოლოდ საკუთარი სახსრებით და მის მიერ აღზრდილი სპორტსმენების მხარდაჭერით ცდილობდა არსებული მდგომარების შენარჩუნებას. აღარ ნახლდებოდა ინფრასტრუქტურა. ვითარება კიდევ უფრო მეტად შეცვალა საქართველოში 2005 წელს ვარდების რევოლუციის შედეგად სათავეში მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ, რადგან 2006 წელს ფეხბურთის 35-ე სკოლა გამოცხადდა როგორც მხოლოდ საჯარო სკოლა და მან შეწყვიტა იმ მიზნის განცხორციელება, რომლესაც 1945 წლიდან ასრულებდა.

შესაბამისად საჭირო გახდა 35-ე სკოლის მანამდე არსებული მიზნების შენარჩუნება და მისი რაიმე სხვა გზით განვითარება. სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებთაც გული შესტკიოდათ ფეხბურთზე შეყვარებულ ახალგაზრდებზე, ამიტომაც მათ 35-ე საჯარო სკოლის ტერიოტრიაზე იმ დროიენდელი 35-ე სკოლის ყოფილი დირექტორის და ცნობილი ფეხბურთელის არჩილ არველაძის დახმარებით განახორციელეს კერძო ინვესტიცია და 2008 წელს დაარსეს 35-ე საფეხბურთო კლუბი. განახლდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული მოწყობილობა, მათ შორის განახლდა საფეხბურთო მოედნები. 2008 წლიდან დღემდე მუდმივად ემატება სკოლას ახალი მოსწავლეები, რომლებიც ევროპული სტანდარტებით გადიან საწვრთნელ პროცესებს ლიცენზირებულ მწვრთნელებთან. წელიწადში ორჯერ ეწყობა წინა საჩემპიონო მოსამზადებელი შეკრებები. კლუბის გუნდები მონაწილეობას იღებენ საქართველოს ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ჩემპიონატებში, აგრეთვე თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში, აგრეთვე მონაწილეობას იღებენ საქართველოს საზღვრებს გარეთ ჩატარებულ საფეხბურთო ფესტივალებსა და ტურნირებში.

 

35-ე საფეხბურთო სკოლა

Sandy IT tech 2.0

All Right Reserved